მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ წმიდა წერილისადმი მოწიწება და
სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ სიმძიმე და
დამღვუპელობა ცოდვისა და ცოდვილ მიდრეკილებათა მონობისა, ვასწავლოთ
გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი
დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ
სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას
გაჭირვებულებისა და ავადმყოფობისადმი და უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი
იცხოვრონ და იღვაწონ ღმერთთან მოყვასთან და ბუნებასთან თანხმობასა და
კავშირში.