Joke.ge :: ქართველი მწერლები
Joke.ge: Online Movies, HDTV Movies, Games, Softwares, Concerts Make Favorite Make My Homepage Register Sign in Contact us რეკლამა საიტზე

 ნავიგაცია

 ონლაინ ფილმები
 

 პროგრამები
 

 სარეკლამო ადგილი
 
ქართველი მწერლები

აკაკი წერეთელი
გალაკტიონ ტაბიძე
გრიგოლ ორბელიანი
დავით გურამიშვილი
იაკობ გოგებაშვილი
კონდრატე თათარაშვილი
ნიკო ლორთქიფანიძე
სულხან-საბა ორბელიანი
ალექსანდრე ჭავჭავაძე
გიორგი ლეონიძე
გრიგოლ რობაქიძე
ვაჟა-ფშაველა
ილია ჭავჭავაძე
ლადო ასათიანი
ნიკოლოზ ბარათაშვილი
შოთა რუსთაველი

აკაკი წერეთელი
ერთ დღეს, იმერეთში, სოფელ სხვიტორში, თავად როსტომ წერეთლის სასახლეში დაიბადა „ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა“ ბიჭი. ეს იყო აკაკი.
ადრე საქართველოში ერთი ჩვეულება არსებობდა: მეფეები და მთავრები შვილებს ერისმთავრებს აზრდევინებდნენ, დიდებულები – აზნაურებს, აზნაურები და, ხშირად, თავადებიც კი – გლეხებს. ეს გაზრდილ-გამზრდელობა სხვადასხვა წოდებას მეტად აახლოებდა და ქვეყანაში მაღალ და დაბალ წოდებას შორის, სწორედ ამ ჩვეულების წყალობით, კეთილგანწყობილება და სიყვარული სუფევდა.
პატარა აკაკიც მეზობელ სოფელში, გლეხ ფარსადან ყანჩაველს მიაბარეს აღსაზრდელად. „არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ თუკი რამე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“, - ამბობს თავად აკაკი. გლეხებისაგან მან ისწავლა გულმოდგინე, შრომა, გარჯა, სხვადასხვა საქმე: ხვნა, თესვა, მკა... მაგრამ როცა მოიზარდა და სკოლაში შესვლის დრომ მოაწია, მშობლებმა აკაკი შინ წაიყვანეს.
აკაკის მშობლები მეტად განათლებული და სათნო ადამიანები იყვნენ. წერა-კითხვა ქართულად და რუსულად, საქართველოს ისტორია, „ვეფხისტყაოსანი“, ხუცური კითხვა და სხვა სწორედ ოჯახში შეისწავლა აკაკიმ. რვა წლის რომ შესრულდა, ქუთაისში წაიყვანეს და გიმნაზიაში მიაბარეს.
აკაკი ძალიან გონებამახვილი და ნიჭიერი ბავშვი იყო. ადვილად ითვისებდა ახალ-ახალ საგნებს და ბეჯითადაც მეცადინეობდა. ის უკვე ბავშვობაში წერდა ლექსებს, გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა მან თავისი პირველი პოემა „გამზრდელი“.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და იქ უნივერსტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
აკაკიმ ცოლად შეირთო რუსის ქალი და ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. იგი მხარში ედგა და ყველანაირად ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, დიმიტრი ყიფიანსა და სხვა ქართველ მამულიშვილებს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული თეატრალური დასის, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბება-მუშაობაში და ქვეყნისათვის სასიკეთო სხვა საქმეებში.
აკაკი წერეთელს ეკუთვნის მრავალი წერილი სხვადასხვა, საქართველოსათვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ამ მხრივ მისმა მოღვაწეობამ საძირკველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.
აკაკი წერეთელს ოჯახიდან მოჰყვებოდა სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. ეს მის ლექსებში, პოემებსა და მოთხრობებში ნათლად აისახა. კითხულობ „თორნიკე ერისთავს“, „ბაგრატ დიდს“, „ბაში-აჩუკს“ და თითქოს ცოცხლდებიან წარსულის გმირები.
ხალხს ძალიან უყვარდა აკაკის ლექსები. ბევრ მათგანზე, ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში, შეიქმნა სიმღერები, რომლებიც დღესაც ისევე საყვარელია, როგორც მაშინ იყო: „ციცინათელა“, „ჩონგური“, „სულიკოს“ ხომ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ.
აკაკი წერეთელი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა, ის ილიას გვერდით, მთაწმინდაზე დაკრძალეს.


გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.
მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები.
ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.
პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.
მწიგნობრული ტრადიციების მქონე ოჯახში დაბადებული პოეტი წიგნის სიყვარულით იზრდებოდა. რვა წლის ასაკში დედას იგი ქუთაისში წაუყვანია და დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ სკოლაში შეუყვანია. შემდგომ გალაკტიონმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.
1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - „შუქის“ გამოცემას. გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ერთხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს პოეტი ქუთაისში გადავიდა. ამ პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთების - „კოლხიდას“, „თანამედროვე აზრის“ რედაქციებთან.
1912 წელს გ. ტაბიძემ ლიტერატურულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. მისმა ლექსმა - „უხილავი“ პრემია დაიმსახურა.
გალაკტიონის პოპულარულობა დღითიდღე იზრდებოდა.
1912 წელს გალაკტიონმა ქუთაისში გაიცნო ოლღა ოკუჯავა, რომელიც მისი მეუღლე გახდა.
გალაკტიონის პირველი წიგნი გამოვიდა 1914 წელს.
1916 წელს ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალში „ცისფერი ყანწები“ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები, მაგრამ შემდეგ მას უსიამოვნება შეემთხვა ვალერიან გაფრინდაშვილთან და პაოლო იაშვილთან და ჩამოშორდა „ცისფერ ყანწებს“.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო, მატერიალურად მეტად უჭირდა... არ ჰქონდა ბინა, რიგიანი ფეხსაცმელი, პალტოც კი არ გააჩნდა.
1918 წელს გალაკტიონმა მოსკოვში სცენისმოყვარულთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები დაასრულა.
1922 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლომისი“. ამავე პერიოდში გ. ტაბიძემ საკუთარი ლიტერატურული ორგანოც კი დააარსა, რომელსაც „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ უწოდა.
1921-1924 წლებში საქართველოში მომხდარ ტრაგედიას, რუსული ჯარების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, გამოეხმაურა პოემით - „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“. ჟურნალ „მნათობის“ ის ნომერი, სადაც პოემა დაიბეჭდა, გაანადგურეს (რამდენიმე ცალი გადარჩა მხოლოდ), ხოლო გალაკტიონი მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს.
ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე „აკადემიურ მწერალთა ასოციაციის“ წევრი იყო, თუმცა მასში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა.
1928 წელს პოეტის ლიტერატურული მოღვაწეობის 20 წლის იუბილე ჩატარდა, 1933 წელს კი გალაკტიონს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს და ოპერის თეატრში ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავიც აღნიშნეს. 1935 წელს გალაკტიონმა მწერალთა ანტიფაშისტურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ამ მიზნით პარიზში იმოგზაურა.
1936 წელს პოეტს ლენინის ორდენი მიენიჭა.
მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი ხშირად განიცდიდა უყურადღებობას, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდანაც. ხანდახან პრესაში მტრული გამოხტომები იბეჭდებოდა მის წინააღმდეგ. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური ბრალდებით უზბეკეთში გადაასახლეს. მართალია, ოლია ოკუჯავა საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ იგი ხელმეორედ დააპატიმრეს და ამჯერად სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.
1944 წელს გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... სამგლოვიარო მსვლელობაში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა.
გალაკტიონის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.


გრიგოლ ორბელიანი
გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში.
ორბელიანთა საგვარეულო შტოში იხსენიება ყაფლან ორბელიშვილი. იგი გახლდათ პაპა სულხან-საბა ორბელიანისა - XVII საუკუნის საქართველოში ფრიად გავლენიანი პირი. მის პატივსაცემად გრ. ორბელიანი თავს ხშირად ყაფლანიშვილსაც უწოდებდა.
გრიგოლის მამა დიმიტრი (ზურაბ) ორბელიანი საქართველოს მეფეების - გიორგი XII და ერეკლე II კარზე დიდი გავლენითა და პატივით სარგებლობდა.
დედის მხრიდან პოეტი საქართველოს სამეფო ოჯახს ენათესავებოდა - ხორეშანი ერეკლეს ქალის, ელენეს შვილი იყო.
გრიგოლ ორბელიანს ორი ძმა, ზაქარია და ილია, და ერთი და - ეფემია ჰყავდა. ეს უკანასკნელი იყო დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.
პატარა გრიგოლი სასწავლებლად ანჩისხატის დეკანოზს - დიმიტრი ალექსი მესხიშვილისთვის მიუბარებიათ; შემდეგ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ გრიგოლი იმთავითვე სამხედრო საქმით იყო გატაცებული და გიმნაზიის დასრულებამდე გადასულა საარტილერიო სასწავლებელში. აქედან მიეცა დასაბამის მის სამხედრო კარიერას. 1821 წელს ორბელიანს პრაპორშჩიკის ჩინი უბოძეს.
1822 წელს ორბელიანმა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, 1826 წელს კი სპარსელებს ებრძოდა შამქორსა და განჯაში. 1826-29 წლებში პოეტი ჩაბმული იყო რუსეთ-ირანის, შემდეგ კი რუსეთ-ოსმალეთის ომებში. საქართველოს ამ უძველეს მტერთა წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც რუსის ოფიცრის ჩინით, მას ერთგვარ სიამოვნებას და სიამაყეს გვრიდა.
1831 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში ურთიერთობა დაამყარა რუსეთში გადასახლებულ მარიამ დედოფალთან და ქართველ უფლისწულებთან. პეტერბურგისა და მოსკოვის შემდეგ ორბელიანი ერთი წლით ნოვგოროდში ცხოვრობდა.
1833 წელს პოეტი დააპატიმრეს და ბრალად 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა წაუყენეს. გაირკვა, რომ პოეტს შეთქმულთა ორგანიზაციის წევრებისაგან დავალებული ჰქონდა, ფარული მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთში მყოფ ქართველებთან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ორბელიანი შეთქმულებასთან აქტიურად დაკავშირებული არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ იგი დამნაშავეთა მეშვიდე კატეგორიაში ჩარიცხა. ნოვგოროდში, პოეტის ბინის გაჩხრეკისას იპოვეს შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ნაწარმოებები: ორბელიანის მიერ გადმოქართულებული „ნალივაიკოს აღსარება“ (რილეევისა) და იარალი შანშიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი - „იარალის!“ აგრეთვე დღიურები: „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“, რომელშიც პოეტი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, საუბრობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების აუცილებლობაზე და ეროვნული რეგულარული (მუდმივი) ჯარის შექმნის აუცილებლობაზე.
დაპატიმრებული გრ. ორბელიანი ხელისუფლებამ თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ ავლაბრის ყაზარმებში გრიგოლმა მხოლოდ სამი თვე დაჰყო. ამ მსუბუქი სასჯელის მოხდის შემდეგ მან სამხედრო სამსახური გააგრძელა, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთის რომელიმე მხარეში უნდა ემსახურა. სამშობლოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. გრიგოლმა რუსეთის იმპერიის არაერთი კუთხე მოინახულა. დიდხანს ცხოვრობდა ბალტიისპირეთში. პოეტი მეტად განიცდიდა სამშობლოსთან, ახლობლებთან განშორებას. შემორჩენილია ამ პერიოდში დაწერილი მისი რამდენიმე პირადი წერილი, სადაც უნაპირო სევდა იგრძნობა.
პოეტს სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1837 წელს მისცეს. მალე იგი ქართველ გრენადერთა პოლკის წევრი გახდა. 1841 წელს მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ არღუთინსკის მიერ გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში.
1842 წელს ორბელიანი დაღესტანში იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. მალე ის დააწინაურეს და ავარიის მმართველად დანიშნეს. 15 წელი იმსახურა ორბელიანმა დაღესტანში - ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქის მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი როგორც დაღესტნის ჯარის სარდალმა. ამ დროს იგი ჰაჯი მურატსაც შეხვედრია. დაღესტნელ ნაიბებს თავზარს სცემდა მრისხანე ქართველი გენერლის სახელის გაგონებაც კი. თავად შამილი ორბელიანს თავის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა.
1857 წელს, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, რუსეთმა მოახერხა შამილის რაზმების წინააღმდეგობის გატეხვა. 1858 წელს გრიგოლ ორბელიანის სახედრო ღვაწლი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ არაერთი ჯილდოთი აღნიშნა. მცირე ხანში იგი თბილისში გადაიყვანეს მთავარმართებელ ბარიატინსკის სამსახურში.
ერთი წლის შემდეგ ორბელიანი მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ცოტა ხნით პეტერბურგსაც ესტუმრა, სადაც შეხვდა თავის დაუძინებელ მტერს - შამილს, რომელიც უკვე დატყვევებული იყო. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მტრების შეხვედრა: „შამილა გავიცან პეტერბურღში. კარგი დარბაისელი კაცი ყოფილა... დანარჩენის სანახავად გადაწერეთ

 გადმოწერე: ქართველი მწერლები   ნაწილი 1

ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

 გამოკითხვა
 
მოგწონთ დიზაინი?
პასუხები: 3269

 Site Map
 

 სარეკლამო ადგილი
 

 ავტორიზაცია
 
სახელი:
პაროლი:


 სარეკლამო ადგილი