მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ წმიდა წერილისადმი მოწიწება და
სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ სიმძიმე და
დამღვუპელობა ცოდვისა და ცოდვილ მიდრეკილებათა მონობისა, ვასწავლოთ
გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი
დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ
სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას
გაჭირვებულებისა და ავადმყოფობისადმი და უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი
იცხოვრონ და იღვაწონ ღმერთთან მოყვასთან და ბუნებასთან თანხმობასა და
კავშირში.
გთავაზობთ - მართლმადიდებელი ქრისტიანის ელექტრონულ ბიბლიოთეკას - ამ
ფაილში თავმოყრილია მრავალი მართლმადიდებლური ინფორმაცია ცნობილი ქართული
საიტებიდან. აქ ნახავთ საჭირო ინფოემაციას დამწყები ქრისტიანებისათვის და
მათთვისაც ვინ უკვე დიდი ხანია ეკლესიის წევრია; იწყება პირჯვარის
გადაწერის წესით და მთავრდება სახარების განმარტებებით. აქვეა წმინდანთა
ცხოვრება, წერილები და პატრიარქის უამრავი ქადაგება.
გთავაზობთ სახელმძღვანელოს - ” ქრისტიანული სწავლების საფუძველები ” - ამ
წიგნში მოცემულია ყველა ის მასალა, რისი ცოდნაც აუცილებელია
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის: ბიბლიის მოკლე შინაარსი, ლოცვების
განმარტებები, წირვის განმარტება, წმინდანთა ცხოვრება, წმინდა მამათა
სწავლებანი ცოდვებთან ბრძოლის შესახებ, მართლმადიდებელი ფსიქოლოგების
რჩევები და ა.შ.
ეს წიგნი წარმოადგენს ენციკლოპედიას შეყვარებულთათვის. აქ შეგიძლიათ
წაიკითხოთ ვალენტინობის დღით დაწყებული სასიყვარულო ჰოროსკოპით
დამთავრებული ნებისმიერ წვრილმანზე.
საქართველოში ვალენტინობა
ტრადიციულ დღესასწაულს არ წარმოაგენს, მაგრამ ბოლო დროს ბევრი შეყვარებული
წყვილი აღნიშნავს ამ დღეს. თუ გაინტერესებს როგორ აკეთებენ ამას სხვები,
იდეა გჭირდება ან რჩევა ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარება. წაიკითხე და
გაგვიზიარე შენი მოსაზრებები.