| სარეკლამო ადგილი |
 |
|
|
| რატომ აწუხებთ მოზარდებს თავის ტკივილი? |
|
|
როგორ გგონიათ, რა შეიძლება გახდეს მოზარდებში ქრონიკული თავის
ტკივილის გამომწვევი მიზეზი? მობილური ტელეფონი და კომპიუტერთან დიდხანს
ჯდომა? შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა გერმანელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ამ
უსიამოვნების გამომწვევი მიზეზი გახლავთ მუსიკა, რომელსაც თინეიჯერები
საათობით უსმენენ.
ბერლინის ლუდვიდ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის
სპეციალისტებმა 13-17 წლის ასაკის 1000-მდე მოზარდზე ჩაატარეს
ექსპერიმენტი და კვლევის შედეგად, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ თავის
ტკივილის გამომწვევი მიზეზი მართლაც მუსიკა გახლავთ, რომელსაც მოზარდების
ყურსასმენების დახმარებით უსმენენ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ექსპერიმენტები არ
დასრულებულა და მეცნიერები შემდგომ ეტაპებს უფრო მასშტაბურ ხასიათს
შესძენენ. ერთი კია - პირველადი შედეგიც მოწმობს, რომ თუკი მოზარდებს
თავის ტკივილისგან განთავისუფლება სურთ, უმჯობესია, მათ ყურსასმენებზე
უარი თქვან.
მსგავსი სიახლეები: ყურსასმენები საშიშია?!
|
|
|
|
|
| ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია. |
|
|
|
სარეკლამო ადგილი
|
 |
სარეკლამო ადგილი
|
 |
|
|