რატომ მოხარშა ნიუტონმა საათი? გენიოსთა უცნაურობანი
მეცნიერების აზრით ყველა ცნობილი ადამიანი გმაოირჩეოდა უცნაური ქცევით. "მხოლოდ დიდ ადამიანებს აქვთ დიდი ნაკლოვანებები”-ამბობდა ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი ლაროშფუკო.ფილოსოფოსმა შოპენჰაუერმა დაამატა:”გენია მარტო აუტანელია არაა ცხოვრებაში.როცა ხარ გენიოსი რთულია გაიჩინო მეგობრები.მაღალ აზრებზე მეფობს სიმარტოვე”.თვითონ შოპენჰაუერმა ერთხელ მოხუცი ქალი გალახა და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში იძულებული გახდა მისთვის პენსია გადაეხადა. თითქმის ყველა გენიოსს აქვს უცნაურობა.ერთი შეხედვით ამაში საოცარი არაფერია.მაგრამ შემდეგ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ გენიოსების უცნაურობები დაავადება აუტიზმა ყოფილა.აუტიზმის ერთი სიმპტომი შესანიშნავად ითამაშა დასტინ ჰოპმანმა ფილმში "წვიმის კაცი”. რამდენიმე უცნაურობა,რომელიც გენიოსებს ახასითებდათ:
შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა,თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო. ვაგნერი მუსიკალური ნაწარმოების დაწერის დროს სკამებზე და სხვა ავეჯზე აბრეშუმის ნაჭრებს აფენდა. შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფრცქვნელად მიდიოდა. ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი. ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატურული ნაშრომის შემქმნის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები. ედგარ პოს შეეძლო საათობის მჯდარიყო მაგიდასთან და ეყურებინა ცარიელი ფურცელისთვის.ედგარის ნაირად იქცეოდა მარის მატერლინკი. ჯორჯ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომელის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა. ფრანგ მწერალს ლაფონტენს საათობის შეეძლო ქუჩაში ხეტიალი,ისე რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,სახეზე საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა. დიუმა (მამა) მხოლოდ კვარდატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა წერას წყვეტდა.მის შვილ დიუმას კი რაიმეს დაწერამდე ხუთჯერ ჭამა უყვარდა. შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა სავარცხელზე უკრავდა. იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს კარგად წმენდდა. იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შემოდიოდა ჰაერი. ცნობილი ფაქტია:ნიუტონმა კვერცხის მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა. ალბერტ ეინშტეინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს.პროფესორი სტიმსონიც იქნება”.მისმა მეგობარმა უპასუხა:”კი მაგრამ მე ვარ სტიმსონი”.ეინშტეინმა უპასახუა:”ამას არააქვს მნიშვნელობა.მაინც მოდით”.
ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.