ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ, როცა ადამიანი მელანქოლიას
ვერაფრით უმკლავდება და მუდმივად მოწყენილია, მისი უეცარი გარდაცვალების
რისკი ორჯერ იზრდება. ლონდონის უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით,
მოწყენილი ადამიანები 40%-ით ხშირად ხდებიან უეცარი სიკვდილის მსხვერპლნი,
ვიდრე მხიარულები. კერძოდ, მათ უჩნდებათ გულ-სისხლძარღვთა მწვავე
დაავადებები, რაც, ცხადია, სიცოცლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამ არასასიამოვნო დასკვნის გამყარებას, ბრიტანელები საკმაოდ მასშტაბური
კვლევის შედეგებით ცდილობენ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში
გრძელდებოდა და რომელშიც 35-55 წლამდე ასაკის 7500-მა ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა.
კვლევის შედეგების გაანალიზების შედეგად, მეცნიერები ასკვნიან, რომ
უმეტეს შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ქრონიკული მოწყენილობა
ხდებოდა. ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება -
რამდენადაც შეძლებთ, გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება და უფრო დიდხანს
იცოცხლეთ!.
|
|