Joke.ge :: გაზირებული სასმელი მძიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება?
Joke.ge: Online Movies, HDTV Movies, Games, Softwares, Concerts Make Favorite Make My Homepage Register Sign in Contact us რეკლამა საიტზე

 ნავიგაცია

 ონლაინ ფილმები
 

 პროგრამები
 

 სარეკლამო ადგილი
 
გაზირებული სასმელი მძიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება?

   საქმე ეხება არა მინერალურ, არამედ ტკბილ გაზირებულ სასმელს, რომლის რეგულარული მოხმარება, თურმე, საკმაოდ მძიმე დაავადების - კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს..  დაგვეთანხმებით, ამერიკელი მეცნიერების ეს საშიში დასკვნა უფრო მეტად შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ტკბილი გაზირებული სასმელი დიდი პოპულარობით განსაკუთრებით ბავშვებში სარგებლობს.
   როგორც ირკვევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისიტები უკვე 14 წელია, მუშაობენ და ამ ხნის მანძილზე, 60 000-მდე ადამიანის მდგომარეობა აქვთ შესწავლილი, რომელთაგან კუჭქვეშა ჯირკვლის დიაგნოზი 140 მოხალისეს დაუდგინდა.
   - კიბოთი დაავადებული მოხალისეები კვირაში ორჯერ მაინც სვამდნენ ტკბილ გაზირებულ სასმელს. მართალია, ერთი შეხედვით, 60 000-დან მხოლოდ 140-ისთვის დასმული დიაგნოზი შესაძლოა, ბევრს არც ისე საშიშად მოეჩვენოს, მაგრამ მედიცინისთვის ეს საკამოზე მაღალი მონაცემია, - მანმარტავენ ამერიკელი სწავლულები.
   მათივე თქმით, კიბოს გამომწვევი მიზეზი შაქარი ხდება, რომელიც გაზირებულ სასმელში დიდი რაოდენობით შედის. ეს კი სისხლში ინსულინის მომატებას და შედეგად, ონკოლოგიური დაავადების გაჩენას განაპირობებს.

ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

 გამოკითხვა
 
მოგწონთ დიზაინი?
პასუხები: 3269

 Site Map
 

 სარეკლამო ადგილი
 

 ავტორიზაცია
 
სახელი:
პაროლი:


 სარეკლამო ადგილი