სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: ფრინველები რიგი: სირაქლემასნაირნი ლათინური სახელი: Struthioniformes
სირაქლემასნაირნი (Struthioniformes) უტროპო ფრინველების რიგი. აერთიანებს
1 ოჯახის ერთადერთ სახეობას — აფრიკულ სირაქლემას (Struthio camelus),
რომელიც გავრცელებულია აფრიკულ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში.
ავსტრალიის სამხრეთში გვხვდება გაგარეულებული სახით.
სირაქლემა ტანად ყველაზე დიდი ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 2,4 მ,
მასა 136 კგ. დამახასიათებელია პოლიგამია. ბინადრობს პატარა გუნდების (5-6
ფრთა) სახით, იშვიათად გუნდში 30-40 ფრთაა. ერთ "ოჯახში" შემავალი 3-5
დედლიდან თითოეული საერთო ორმო-ბუდეში დებს 6-8 კვერცხს. დღისით დედლები
კრუხობენ, ღამით — მამალი. ინკუბაცია გრძელდება 5-6 კვირა. იკვებებიან
ყლორტებით, ნაყოფრობით, თესლებით, იშვიათად წვრილ-წვრილი ცხოველებით.
ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.