Joke.ge :: რუისელები
Joke.ge: Online Movies, HDTV Movies, Games, Softwares, Concerts Make Favorite Make My Homepage Register Sign in Contact us რეკლამა საიტზე

 ნავიგაცია

 ონლაინ ფილმები
 

 პროგრამები
 

 სარეკლამო ადგილი
 
რუისელები

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: რუისელები
ლათინური სახელი:
Trichoptera


რუისელები
(Trichoptera), წყლის იმ მწერების რიგი, რომელთაც სრული გარდაქმნა ახასიათებთ. ზრდასრული რუისელები გარეგნულად ჩრჩილს წააგავენ მათი ყავისფერი ან მოყვითალო-მურა სხეული და ფრთები დაფარულია ბეწვით. ზრდასრული რუისელები დიდხანს არ ცოცხლობენ. მათი სხეულის სიგრძე 1,5-25 მმ, ფრთების შლილი — 5-70 მმ აღწევს. ცნობილია რუისელების 5500 სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება დაახლოებით 95-მდე სახეობა. რუისელების მატლის სხეულის სიგრძეა 2-60 მმ, ცილინდრული ფორმა აქვს. ცხოვრობს 1-იდან 3 წლამდე. კანს იცვლის 4-6-ჯერ. რუისელების ზოგი მატლი მტაცებელია, ზოგი კი მცენარეებით იკვებება. რუისელები ბენთოფაგი თევზების ერთ-ერთი ძირითადი საკვებია. ყველა რუისელების მატლი დაჭუპრების წინ თავისთვის აგებს „სახლს", რომელსაც ნასვრეტები აქვს წყლის საცირკულაციოდ. ჭუპრი ზედა ყბების დახმარებით არღვევს სახურავს, ტოვებს „სახლს" და დაცურავს. იმაგოს გამოფრენის წინ კი ამოდის წყლიდან. რუისელები ცხოვრობენ ტბებში, მდინარეებსა და წყაროებში.

ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

 გამოკითხვა
 
მოგწონთ დიზაინი?
პასუხები: 3269

 Site Map
 

 სარეკლამო ადგილი
 

 ავტორიზაცია
 
სახელი:
პაროლი:


 სარეკლამო ადგილი