სამეფო: ცხოველები ტიპი: ფეხსახსრიანები კლასი: მწერები რიგი: ორფრთიანები ოჯახი: პეპლურასებრნი ლათინური სახელი: Psychodidae პეპლურასებრნი (Psychodidae), მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა.
პატარ-პატარა (1-4 მმ სიგრძისა) მწერებია. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.
პეპლურასებრთა მატლები ბინადრობენ ლპობად მცენარეულ ნარჩენებში, ზოგი —
წყალში. სისხლისმწოვი სახეობების მატლები ცხოვრობენ ნიადაგისა და თიხის
კედლების ბზარებში, მღრღნელებისა — სოროებში და სხვა ადგილებში. ზოგე
სახეობას (მაგ., Phlebotomus papatassi) გადააქვს სხვადასხვა დაავადების
(ცხელება პაპატაჩი და კანის ლეიშმანიოზი) გამომწვევები.
ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.