Joke.ge :: მშვიდობის მტრედი
Joke.ge: Online Movies, HDTV Movies, Games, Softwares, Concerts Make Favorite Make My Homepage Register Sign in Contact us რეკლამა საიტზე

 ნავიგაცია

 ონლაინ ფილმები
 

 პროგრამები
 

 სარეკლამო ადგილი
 
მშვიდობის მტრედი

მშვიდობის მტრედი

მშვიდობის მტრედი გამოსახულება, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც უკავშირდება მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესს.

მშვიდობის მომხრეთა პირველი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 1949 წელს პარიზში და პრაღაში. ამ კონგრესის ემბლემა შექმნილია პაბლო პიკასოს მიერ. ემბლემაზე გამოსახულია თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ზეთის ხილის ხის ტოტი.

არსებობს თეთრი მტრედების აფრენის ტრადიცია - ქორწილებში, დაბადების დღეების აღნიშვნისას და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე.

სიმბოლოს ისტორია

ჯერ კიდევ წინათ მტრედს მიიჩნევდნენ ბარაქის და შესაბამისად მშვიდობის სიმბოლოდ. ძველად ხალხი ფიქრობდა, რომ მტრედს არ აქვს ნაღვლის ბუშტი, ნაღველი კი ითვლებოდა ცუდი და ბოროტი განწყობა-ხასიათის მიზეზად.

მტრედებს, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ოდითგანვე თვლიდნენ წმინდა ფრინველებად და ღმერთების მაცნეებად.
მტრედები. რომანული ხატწერა კესონის ჭერზე, ცილისში, 1160
ევანგელისტი იოანე. მოზაიკა სან კლემენტეს ეკლესიაში, რომი

ქრისტიანულ რელიგიაში მტრედი ითვლება სული წმინდის სიმბოლოდ. ბიბლიაში მტრედმა, რომელიც ნოემ გამუშვა - მას მოუტანა ზეთის ხილის ტოტი, როგორც სიმბოლო სტიქიის დაცხრომისა - დარის დადგომისა. ეს ითვლება ადამიანთა პატიების სიმბოლოდ. შუა საუკუნეებში მტრედი იყო აუცილებელი ატრიბუტი ხარების, ნათლობის, წმინდა სულის მოვლენის და სამების რიტუალებზე.

მტრედი ასევე გვხვდება მუჰამედ წინასწარმეტყველის მხარზე, რომელიც განასახიერებს მასზედ გარდმოსულ ღვთიურ სულს.

ითვლებოდა, რომ ეშმაკს და ალქაჯებს/კუდიანებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი იერსახე, გარდა მტრედისა და ცხვრისა.

ძველ რომში მშვიდობის სიმბოლოდ ვენერას მტრედები ითვლებოდა, რომლებმაც ბუდე მოიქსოვეს მარსის გადმოპირქვავებულ ჩაჩქანში/მუზარადში.

საკუთარი ბარტყებისადმი ერთგულების გამო, მტრედი განასახიერებდა დედობრივ გრძნობებს. ზოგჯერ მტრედს მოიხსენიებდნენ სიბრძნის სიმბოლოდ.

მტრესებად მოიხსენიებდნენ ორაკულებსა და წინასწარმეტყველებს. ებრაელები მტრედს ეძახდნენ ”იონა”-ს ან ”იონახ”-ს. წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა მოავლინა ნინევიაში, ატარებდა სახელს - იონა. მ.პ.ჰოლმა დაასაბუთა სახელი იოანე-ს წარმოშობა, რომელიც უკავშირდება წმინდა მტრედს.

ნეოპლატონიზმში მტრედი ასახიერებს ძალას, რომლითაც დამკვიდრდა დაბალი სამყარო. მასონები ამ სიმბოლოთი აღნიშნავენ უბიწოებას, სულის სისუფთავეს, ჩინეთში კი მას იყენებენ სიბერის და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ.

მტრედი გამოსახული იყო ზოგიერთი მმართველის სკიპეტრზე და აღნიშნავდა ღმერთისგან ნაბოძებ ძალაუფლებას.

ურთიერთ-მეამბორე მტრედები - შეყვარებულების სიმბოლოა. აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს - ქორებს ეძახიან (hawks), მშვიდობის მომხრე პოლიტიკოსებს კი მტრედებად (doves) მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ არა მარტო მტრედი, არამედ ზოგადად, სხვადასხვა სახის ფრინველიც (ხშირად არა მტაცებელი) მიიჩნეოდა სული წმინდის, სიკეთის და მშვიდობის სიმბოლოდ. მაგალითად აკაკი წერეთლის ლექსში ”სულიკო”, რომელიც დღეისთვის ხალხურ სიმღერად დამკვიდრდა, ამ მისიას ბულბული ასრულებს.

ინფორმაცია
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი. კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

 გამოკითხვა
 
მოგწონთ დიზაინი?
პასუხები: 3269

 Site Map
 

 სარეკლამო ადგილი
 

 ავტორიზაცია
 
სახელი:
პაროლი:


 სარეკლამო ადგილი