სამეფო: ცხოველები ტიპი: ფეხსახსრიანები კლასი: მწერები რიგი: ხეშეშფრთიანები ლათინური სახელი: Coleoptera ხოჭოები, ხეშეშფრთიანები (Coleoptera), მწერების რიგი.
მათი სხეულის სიგრძე 0,3 მმ -15 სმ აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული რთული თვალები (გამოქვაბულში მცხოვრებთ არ გააჩნიათ), წინწამოწეული ყბები, მღრღნელი ტიპის პირის ორგანოები, 10-11 - წევრიანი ულვაშები, საკმაოდ მტკიცე წინა ფრთები, სიფრიფანა უკანა ფრთები, რომლებიც ზედა ფრთების ქვეშაა შეკეცილი და ფრენას ემსახურება. ისეთი ფორმები, რომელთაც უკანა ფრთები არა აქვთ, ვერ ფრენენ (ბზუალა ხოჭოები). ზედა ფრთები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ფარავს მუცელს, თუმცა ზოგიერთ ჯგუფში (სტაფილინები) დაუფარავი რჩება 2-5 სეგმენტი, ზოგჯერ კი ფრთები მთლიანად ატროფილებულია. წინა, შუა და უკანა მკერდზე თითო წყვილი ფეხია. ყველაზე კარგად წინა მკერდია განვითარებული, რომელიც ზევიდან წინა ზურგითაა დაფარული. ფეხები სხვადასხვა ტიპისაა: სასიარულო, სარბენი, სათხრელი (ფუნაგორიები) ან საცურავი (მოცურალები). მუცელი 9-ნაწევრიაბ ნაწევრიანია. მატლს აქვს 3 წყვილი მკერდის ფეხი, ზოგი (ცხვირგრძელები) უფეხოა.
სამეფო: ცხოველები ტიპი: ფეხსახსრიანები კლასი: მწერები რიგი: ორფრთიანები ლათინური სახელი: Diptera ორფრთიანები (Diptera), მწერების რიგი. საშუალო ზომის მწერებია.
წყვილი სიფრიფანა ფრთა აქვთ. მეორე წყვილი ფრთა გადაქცეულია საბზუილედ.
გვხვდება უფრთო ფორმებიც. ორფრთიანებს აქვთ წყვილი, ფასეტური, ზოგჯერ 3
მარტივი თვალი, სასიარული ფეხები, ზოგჯერ გრძელი (კოღოები). ახასიათებთ
სრული მეტამორფოზი. მატლები ჭიისებურია, უფეხო, იშვიათად ცრუფეხებიანი.
ვითარდებიან ლეშში, ექსკრემენტში და სხვაგან ან პარაზიტობენ და
მტაცებლობენ უხერხემლო (მწერები, მოლუსკები) და ხერხემლიან (რეპტილები,
ფრინველები, ძუძუმწოვრები) ცხოველებზე. გავრცელებული არიან მთელ
მსოფლიოში. რიგში 120-130 ოჯახის 85 ათასი სახეობაა, რომელთაგან
საქართველოში 20-მდე ოჯახის 500-მდე სახეობაა. ორფრთიანების მრავალი
წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებია, ხოგი ინფექციურ
დაავადებათა გამომწვევებისა და ჰელმინთების კვერცხების მექანიკური
გადამტანია, ბევრი პარაზიტია, ნაწილი საწყობებში ბინადრობს და საკვებ
პროდუქტებს აზიანებენ, სისხლმწოვი ფორმები კი ზიანს აყენებენ ადამიანს,
შინაურ პირუტყვს, რითაც აქვეითებენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა
პროდუქტიულობას. საქართველოში გავრცელებული მავნე სახეობებია ალუბლის
ბუზი, ჰესენის ბუზი, ხახვის ბუზი, მწვანეთვალა ბუზი, შვედური ბუზი,
ზეთისხილის ბუზი, ხახვის ჩუხჩუხა, ნესვის ბუზი, მალარიის ჩვეულებრივი
კოღო, ოთახის პატარა ბუზი, ხორცის ლურჯი ბუზი და სხვა.
სამეფო: ცხოველები ტიპი: ფეხსახსრიანები კლასი: მწერები რიგი: სიფრიფანაფრთიანები ოჯახი: მხედრები ლათინური სახელი: Ichneumonidae მხედრები (Ichneumonidae), პარაზიტული მწერების ოჯახი
სიფრიფანაფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 0,4-5 სმ აღწევს.
უმრავლესობას ფრთები კარგად აქვს განვითარებული. მხედრების მატლები
მწერების მატლებისა და ჭუპრების შინაგანი ან გარეგანი პარაზიტები არიან.
მხედრებსშორის ზეპარაზიტებიც გვხვდება, ისინი ვითარდებიან სხვა პარაზიტი
მწერების ხარჯზე და საგრძნობლად ამცირებენ მათ რაოდენობას, მხედრების
მრავალი სახეობა გამოყენებულია მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური
ბრძოლის დროს. მხედრები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ოჯახში 1250 გვარის
60000 სახეობაა. საქართველოში 140-ზე მეტი სახეობაა.
სამეფო: ცხოველები ტიპი: ფეხსახსრიანები კლასი: მწერები ლათინური სახელი: Insecta მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა.
მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა
ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ
კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს
ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი,
ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
თევზები (Pisces), წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არა აქვთ
სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია:
პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს.
თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან
(კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით
(გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული,
ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).
ფრინველები (Aves), ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს
დაახლოებით 8,6 ათას სახეობას. ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან
ორფეხა, ბუმბულით დაფარული, კვერცხისმდებელი ცხოველები, რომელთა
უმრავლესობის ლოკომოციის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფრენა.
ფრინველებისთვის დამახასიათებელია მტკიცე, მსუბუქი, პნევმატური ჩონჩხი,
ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, სხეულის მუდმივი, მაღალი
ტემპერატურა(37,8-45,5°C). წარმოშობითა და სხეულის აგებულებით ფრინველები
ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან, ამიტომაც ტ.ჰაქსლის კლასიფიკაციით მათთან
ერთიანდებიან ერთ ზეკლასში (Saurapsida).
ფრინველები გავრცელებული
არიან მთელ მსოფლიოში - არქტიკიდან ანტრაქტიდამდე, ვერტიკალურად კი 7 ათას
მეტრს აღწევენ. ზოგი ფრინველები გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობს, ბევრი კი
იცვლის საბინადრო ადგილს და უფრო ხელსაყრელზე გადადის (ფრინველთა
მიმოფრენები). ფრინველების კლასის ამომწყდარი ფორმები ცნობილია ჯერ კიდევ
იურული პერიოდიდან (არქეოპტერიქსი).